სანქციები არ არის მხოლოდ სადამსჯელო, ამ აქტის ამოცანა არ არის ვინმეს დასჯა, არამედ ამოცანაა უფრო ფართო სტრატეგიის შემუშავება ამერიკა-საქართველოს პარტნიორობისა, – ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.
მისი თქმით, პარტნიორების მიზანია, “ქართულმა ოცნებამ” საბოლოოდ არ გადაუხვიოს დემოკრატიის გზიდან.
“ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში ინიციირებული საკანონმდებლო აქტის ამოცანა არის, რომ საქართველოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყოს ის, რომ ერთი მხრივ, საქართველო ააცილოს კატასტროფას, რომელსაც “ქართული ოცნების ” პირობებში დემოკრატიიდან სამუდამოდ გადახვევა შეიძლება მოჰყვეს და მას ჰყავს მასზე პასუხისმგებელი პირები და მათზე ზემოქმედების ბერკეტები, მათ შორის სანქციები მაგრამ პარალელურად, სანქციები არ არის მხოლოდ სადამსჯელო, ამ აქტის ამოცანა არ არის ვინმეს დასჯა, არამედ ამოცანაა უფრო ფართო სტრატეგიის შემუშავება ამერიკა-საქართველოს პარტნიორობისა, რომლის ამოცანაა, პარალელურად დაეხმაროს საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით”, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.