ძალაუფლების შენარჩუნებისა და უზურპაციისთვის ჩვენი ქვეყნის მტერს – რუსეთს შეეკრნენ. ძალიან მძიმე სურათი ჩანს, რომელმაც შეიძლება, საქართველო ძალიან დიდი ხნით აქციოს დესუვერენიზებულ რუსეთის პერიფერიად, – ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ქვეყანა ისეთ პროცესშია, რომელშიც აქამდე არასდროს ყოფილა.
“ძალაუფლების შენარჩუნებისა და უზურპაციისთვის ჩვენი ქვეყნის მტერს – რუსეთს შეეკრნენ. ეს ძალიან საგანგაშოა. ძალიან მძიმე სურათი ჩანს, რომელმაც შეიძლება, საქართველო ძალიან დიდი ხნით აქციოს დესუვერენიზებულ რუსეთის პერიფერიად. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ამ გზაჯვარედინზე ქვეყანა გადავარჩინოთ იმ უფსკრულს, სადაც მიიყვანა “ქართულმა ოცნებამ”.
ჩვენ ახლა გადავედით ისეთ პროცესში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ჯერ არ ყოფილა, ეს არის პოლიტიკური კრიზისი. ამ პოლიტიკური კრიზისის მართვისას რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტია – ოპოზიციის კონსოლიდაცია”, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.