spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუ ქუთელია – ჩვენი ამოცანაა, პარტნიორებისგან მოვითხოვით უფრო მეტი დეტალიზაცია, რომ ავირიდოთ ის პასუხისმგებლობა, რაც რუსეთთან მოკავშირეობაა

ჩვენი ამოცანაა, პარტნიორებისგან მოვითხოვით უფრო მეტი დეტალიზაცია, რომ როგორც ქვეყანამ ავირიდოთ ის პასუხისმგებლობა, რაც რუსეთთან მოკავშირეობაა, –  ამის შესახებ „დროას“ წევრმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა. 

 

მისი განმარტებით,  უკრაინის დაზვერვის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, სადაც საუბარია სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდაზე,  ეს შეიძლება იყოს ელექტრონული ჩიპი ან ძრავის ნაწილი.  

 

“რუსეთისათვის სანქცირებული პროდუქციის მიწოდებაში მონაწილეობისათვის ავტოატურად სანქცირებული ხდება ინდივიდი, ან ქვეყანა.  საუბარია სამხედრო,  ან  ორმაგი დანიშნულების პროდუქტზე,   ფართო სიაა პროდუქტების,  მასალების, ან რაღაც მოწყობილობების.  სანქციებში,  რომელიც დაუწესდა რუსეთს, ჩამონათვალში შედის  თუნდაც ელექტრონული ჩიპები, რომელიც გამოიყენება  სამხედრო ტექნიკაში, ან ძრავები, ან ძრავისთვის საჭირო კომპონენტია. 

 

ამას ჰქვია ორმაგი დანიშნულების პროდუქტი,  რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ან ტრაქტორში, ან ტანკში.  ნებისმიერი ასეთი პროდუქტის მიწოდება დღეს  რუსეთისათვის დღეს  არის სანქციების დარღვევა. ყველა ის სუბიექტი ან ინდივიდი, რომელიც ამაში არის ჩართული, ავტომატურად ხდება  ამ სანქციის სამიზნე. გარდა ამისა, თუ დადასტურდა, რომ ამის  უკან დგანან კონკრეტული პირები, ან მწვანე შუქის ამნთები, ყველა ეს ადამიანი, არის ამ სანქციების ნაწილი. მაგრამ თუ ეს არის სისტემური, რაც იმ განცხადებაში წერია, რომ სპეცსამსახურემა მისცეს მითითება,  ეს ნიშნავს რომ ქვეყანას, ჩვენ სახელმწიფო უწყებებს ექმნებათ პრობლემა. ძალიან სერიოზული განცხადებაა, ამას ჭირდება გამოკვლევა, ჩვენთან ამას არავინ გამოიკვლევს, პირველი რეაქციიდანაც ჩანს,  რომ ესენი არაფრის გამომკვლეევბი არ არიან,  ჩვენი ამოცანაა, რომ პარტნიორებისგან მოვითხოვით უფრო მეტი დეტალიზაცია, რომ  როგორც ქვეყანამ ავირიდოთ ის პასუხისმგებლობა, რაც რუსეთთან მოკავშირეობაა“, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები