spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუ ქუთელია – ჩვენი თავისუფალ სამყაროსთან ჩამოშორების საფასური არის მათი გამდიდრება და მათი ძალაუფლებაში დარჩენა

თუ ვინმე აზიანებს დღეს ქვეყნის სუვერენიტეტს, ეს არის “ქართული ოცნება”. მარგარიტა სიმონიანი რასაც საუბრობს, ზუსტად იმავეს ამბობს დღეს მთელი “ქართული ოცნების” მოლაპარაკე თავები. მათი ამოცანაა, რიტორიკული აკრობატიკით საზოგადოების ემოციები მართონ, –  ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკელი კონგრესმენების გზავნილების ადრესატი ქართველი ხალხია.

“ეს გზავნილები იყო ჩვენთვის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არანაირი დღის წესრიგი არ აქვს დემოკრატიულ ფასეულობებთან, არანაირი  ინტერესი არ აქვს, რომ იყოს პატიოსანი პოლიტიკური კონკურენცია ამ ქვეყანაში. მათი მთავარი ამოცანა არის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, ძალაუფლება, რომელმაც მათ უკვე მოუტანა არაკანონიერი ძალიან დიდი ფინანსური სარგებელი. ჩვენი თავისუფალ სამყაროსთან ჩამოშორების საფასური არის მათი გამდიდრება და მათი ძალაუფლებაში დარჩენა. ამ კონტექსტში თუ შევხედავთ, ძალიან ნათელი ხდება – სად მიდის საქართველო და რა შესაძლებლობები გვაქვს იმისა, რომ ამ არჩევნებზ მშვიდობიანად დავაბრუნოთ ქვეყანა განვითარების გზაზე.

ესენი იმეორებენ იმას, რასაც რუსული სახელმწიფოს მიტაცების სახელმძღვანელო კარნახობთ. მარგარიტა სიმონიანი რასაც საუბრობს, ზუსტად იმავეს ამბობს დღეს მთელი “ქართული ოცნების” მოლაპარაკე თავები. მათი ამოცანაა, რიტორიკული აკრობატიკით საზოგადოების ემოციები მართონ და მეათე ხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ და გაზარდონ საზოგადოებაში პოლარიზაცია. თუ ვინმე აზიანებს დღეს ქვეყნის სუვერენიტეტს, ეს არის “ქართული ოცნება”,  – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები