spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუ ქუთელია – ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებების გამო, ჩვენი სახელმწიფო ისეთი ტრაექტორიით წავა, რომლის მობრუნებას შეიძლება თაობები დასჭირდეს

ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებების გამო, ჩვენი სახელმწიფო ისეთი ტრაექტორიით წავა, რომლის მობრუნებას შეიძლება დიდი დრო და თაობები დასჭირდეს, – ამის შესახებ პარტია „დროას“ წევრმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, კაცობრიობისათვის ეგზისტენციურ კონფლიქტში საქართველო რუსეთის მხარეს აღმოჩნდა. 

 

“კაცობრიობისთვის ეგზისტენციურ კონფლიქტში, კეთილის და ბოროტის ამ დაპირისპირებაში, იმ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, რომელიც ჩვენ დღეს გვყავს, აღმოვჩნდით რუსეთის მოკავშირეები. ფასადურ გადაწყვეტილებებს თუ არ ჩავთლით, სისტემურად ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომ ვიყოთ რუსეთის მხარეს.  არგავაღიზიანოთ რუსეთი, პირიქით, მივცეთ რუსეთს შესაძლებლობა, რომ სანქციებსაც აარიდოს თავი.  მძიმე რეალობაა, რომელიც დიდი ხნით და შეუქცევად შეიძლება აისახოს ჩვენ სახელმწიფოებრიობაზე. ეს არის გასააზრებელი, ამ გადაწყვეტილებების გამო, ჩვენი

 

სახელმწიფო ისეთი ტრაექტორიით წავა,  რომლის მობრუნებას შეიძლება დიდი დრო და თაობები დასჭირდეს. 

 

ის ახალი მსოფლიო წესრიგი დალაგდება და ხელისუფლების  ამ გადაწყვეტილებების გამო  ჩვენ აღვჩნდებით ისტორიის არასწორ მხარეს“, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები