spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუ ქუთელია – მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამა დისკრიმინაციულია

პარტია „დროას“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ბათუ ქუთელიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამა დისკრიმინაციულია. 

“პროგრამის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გამონაკლის ჯგუფადაა მოხსენიებული. დასაქმების პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ  შშმ პირის სტატუსის მქონე პირები, ასევე ბუნდოვანია დეფინიცია “ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები”. ყოველივე აღნიშნული არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანასწორობის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კონვენციის პრინციპებს. 

სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყველა პოლიტიკასა და პროგრამაში უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა.

“დროა“ მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, დასაქმების პროგრამის ფარგლებში არსებული დისკრიმინაციული მიდგომა აღმოფხვრას და ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებასა და საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესს. 

“დროა” მუშაობს სოციალური პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში გრძელვადიანი ხედვის შემუშავებაზე, სადაც გათვალისწინებული იქნება შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილებისა და სრულფასოვანი ინტეგრაციის საკითხები”, – განაცხადა ქუთელიამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები