spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუ ქუთელია – ომი კი არ აგვაცილა ბიძინა ივანიშვილმა, რეალურად ეს ქვეყანა მოაშიშვლა და გახსნა ყველანაირი საფრთხის მიმართ

ომი კი არ აგვაცილა ბიძინა ივანიშვილმა, რეალურად ეს ქვეყანა მოაშიშვლა და გახსნა ყველანაირი საფრთხის მიმართ, – ამის შესახებ „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ანტიამერიკული რიტორიკა ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სახელმწიფო ღიად  მიდის რუსეთის ღარიბ დანამატად გადაქცევისკენ. 

 

“თუ გავითვალისწინებთ,  რომ დღეს აშშ არის მთავარი მოთამაშე რუსეთის შესაკავებლად და ყველა იმ სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, ვისაც რუსეთი ემუქრება,  ლენდ ლიზის პროგრამა არ ეხება მხოლოდ უკრაინას და ჩვენც შეგვიძლია ამით მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები, იმის ნაცვლად რომ ამაზე ვლაპარაკობდეთ, „ქართულმა ოცნებამ“ გახსნა ანტიამერიკანიზმის  ფრონტი და ამას აყვა ყველა მისი „მოლაპარაკე თავი“.  აქედან მარტივია დასკვნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სახელმწიფო მიდის არა იმ მიმართულებით,  რაც ქართული სახელმწიფოს აბსოლუტურ  უმრავლესობას უნდა – საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა,  უსაფრთხოების გარანტიების მიღება,  ნატო და ევროინტეგრაცია, არამედ რუსეთის რაღაც ღარიბ დანამატად გადაქცევისკენ, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა კონფორტულად აკეთოს თავისი ფუნქცია,  რაც ეკისრება პუტინის კლეპტოკრატიულ სისტემაში, ერთ-ერთი არის ფულის ნაკადების გათეთრება, რასაც ის მუდმივად აკეთებდა“- განაცხადა ქუთელიამ.  

 

მისივე თქმით, საფრთხეები რუსეთის ნგრევასთან ერთად საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც ქვეყანა მომზადებული უნდა ხვდებოდეს. 

 

„რეალურად, ომი კი არ აგვაცილა ბიძინა ივანიშვილმა, რეალურად ეს ქვეყანა მოაშიშვლა და გახსნა ყველანაირი საფრთხის მიმართ.  საფრთხეები კი კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც რუსეთი დაიწყებს ნგრევას.  რუსეთის ნგრევას ავტომატურად მოყვება  პრობლემები რუსეთის საზღვრებთან. ამ პრობლემებს სახელმწოფო უნდა ხვდებოდეს მომზადებული, სამხედრო, პოლიტიკური, საზოგადოების გაერთიანების მხრივ. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ ვართ მოშლილი როგორც სახელმწიფო. მოწყვლადი გაგვხადეს ყველა იმ საფრთხის მიმართ, რომელიც შეიძლება მალე, ერთ თვეში, ორ თვეში  შეიძლება ნელ-ნელა დაიწყოს ჩვენს უშუალო საზღვრებთან“, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები