ბრძოლის დინამიკა გარდატყდა უკრაინის სასარგებლოდ, რამდენხანს გაგრძელდება, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ პარტია „დროას“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.
მისი თქმით, რა შედეგითაც უნდა დასრულდეს ეს ომი, უკრაინა უკვე, როგორც სახელმწიფო უკვე გამარჯვებულია.
“დინამიკას თუ დავაკვირდებით, პირველ დღეებში რუსეთს გაუთავდა ის მაღალტექნოლოგიური იარაღი, რომლითაც ძალიან იწონებდნენ თავს. ეს მოდერნიზაცია რეალურად ძალიან თხელი ფასადი აღმოჩნდა, შემდეგ გადავიდნენ კონვენციურ საბჭოთა, არაზუსტ იარაღზე, რაც ძალიან ბევრი აქვს რუსეთს, ამა დაემატა ის, რომ ლოჯისტიკური, ზურგის უზრუნველყოფა უკრაინელებმა საკმაოდ ეფექტურად გაანეიტრალეს. ზურგის გარეშე კი დიდ ტერიტორიაზერ სამხედრო ოპერაციის წარმოება წარმოუდგენელია.
ამას ემატება ფინანსური პრობლემები, რომელიც ომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამის რესურსები პუტინს არ ექნება. ასევე ის გარდატეხის წერტილი, როდესაც უკრაინელები გადავიდნენ შეტევაზე უკან და არ არის მარტო თავდაცვით რეჟიმზე.
ბრძოლის დინამიკა გარდატყდა უკრაინის სასარგებლოდ, რამდენხანს გაგრძელდება ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, იმედია მოლაპარაკებებშიც ზელენსკი და მისი გუნდი წარმატებას მიაღწევს, როგორც ბრძოლის ველზე ასევე დიპლომატიურ ველზე ასევე კარგად, შეთანხმებულად მუშაობს ზელენსკის გუნდი.
რა შედეგითაც უნდა დასრულდეს და დროშიც როგორც უნდა გაიწელოს ეს ომი, უკრაინა უკვე, როგორც სახელმწიფო მოგებული არის, ამაში დიდი წვლილი შეიტანა უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერმა ზელენსკიმ, მთავარი რაც პუტინმა წააგო, ესაა რუსეთის სახელმწიფო, რომელიც ისეთი როგორიც იყო ომამდე, ვეღარ დარჩება“, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.