spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუმის მერიაში ისევ ხმაური და დაპირისპირებაა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა ბათუმის მერიაში, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები დილით მოვიდნენ და  ახლადარჩეულ მერთან არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრა ითხოვდნენ. 

 

ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური  მოძრაობის“ დეპუტატმა რეზო ხარაზმა დოკუმენტი წარმოადგინა არჩილ ჩიქოვანის ხელმოწერით, რომლითაც დასტურდება, რომ ბათუმისათვის შემოერთებულ ტერიტორიაზე  წყლისა და საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორცილედება. 

 

“ბატონმა ჩიქოვანმა 2020 წელს ხელი მოაწერა ხელშეკრულების გაწყვეტაზე და უარი თქვა 60 მილიონ ევროზე და ბათუმელებს, შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ჯიბიდან ამოაცალეს 60 მილიონი, რომელიც იყო მათი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის, ამ კითვებზე პასუხს არ მცემს, ეს არის კორიმუმპირებული მერი”, – აცხადებს რევაზ ხარაზი. 

 

ბათუმის მერის კაბინეტის შესასვლელთან ოპოზიოციონერებს გზა მაგიდითა და პოლიციის ცოცხალი ძალით ჩაუკეტეს, რაც დეპუტატებმა გააპროტესტეს. მათ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი კაბინეტში შეძახილებით გააცილეს.

 

ბათუმის საკრებულოს დეპუტატები ბათუმის მერისთვის  ამგვარ რეჟიმში კითხვების დასმის  გაგრძელებას ყოველდღიურ რეჟიმში  გეგმავენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები