spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმელების” დამფუძნებელს პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმელების” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

აღნიშნულმა სასამართლოს დარბაზში მყოფების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ხმაური მოჰყვა.

დაცვის მხარემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნა დააყენა. გირაოს ოდენობად კი ამაღლობელის უფლებადამცველებმა ასი ათასი ლარი დაასახელეს, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთის შემდეგ კი კვლავ დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით წარედგინა, რაც სამართალდამცველზე თავდასხმას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები