spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი  მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რასაც სხდომათა დარბაზში მყოფების ხმაური მოჰყვა.

მოქალაქეების განცხადებით, ეს პოლიტიკური და უკანონო გადაწყვეტილება იყო.

სხდომას თავად მზია ამაღლობელიც ესწრებოდა, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მორიგი პროცესი 18 მარტს ჩაინიშნა.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც  4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მან პროტესტის ნიშნად 38 დღის განმავლობაში იშიმშილა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები