spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი იწყება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესი იწყება.

ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად სასამართლოში მისი კოლეგები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და აქტივისტები არიან შეკრებილები  და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

სასამართლოს დერეფანში ისმის შეძახილები – “თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატები მისი გათავისუფლების მოთხოვნას დააყენებენ.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც  4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები