spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუმის სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო

მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამაღლობელის ინტერესების დამცველი ნონა ქურდოვანიძე წერს.

“ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს.

ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს.

სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ”, – წერს ქურდოვანიძე.

მზია ამაღლობელი საპატიმროში 12 იანვრის შემდეგ შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები