spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუმის თეატრი – მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან

ბათუმის ილია ჭავჭავაძის  სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ემიჯნება თეატრის დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ  შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს, – ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია აღნიშნული.

 

“ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და  მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

“არა­სო­დეს ვაც­მევ­დი სუ­ლე­ლურ კა­ბებს. იმ დღეს გა­ვი­ხე­დე და კატოს აც­ვია ხუ­ლე­ლი ბავ­შვი­ვით, სა­ში­ნე­ლი ბე­შუ­მუ­რი კაბა. კინაღამ გული გამისკდა”, – განაცხადა თამარ მაყაშვილმა რამდენიმე დღის წინ “იმედის” ეთერში, რის გამოც გუშინ სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ გულწრფელად ნანობს.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FBatumiDrama%2Fposts%2Fpfbid0C2aP2b9d8wyETHqHUH5vcUZK86DaHeZ6qn8CPiFH323ttkkdzUETNYqxVMZRDzVPl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”354″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები