ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები სტუდენტების პროტესტისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
სტუდენტების ნაწილი აკადემიური საბჭოს სხდომაზე შესვლას ცდილობს.
სტუდენტების განცხადებით, ახლა არის ცირკი, სადაც სუსის დაწერილი პროექტი ხორციელდება.
მათივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმს სტუდენტების ეშინია.
უნივერსიტეტის შენობაში სტუდენტების გარდა არიან მოქალაქეები, რომლებიც აქციაში მონაწილე სტუდენტების პოზიციას არ იზიარებენ.
რექტორის არჩევნები 14:00 საათზე დაიწყო. კანდიდატები არიან – ასოციაცია “ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე და ჭარის უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” წევრი ტიტე აროშიძე.