ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ქალი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ქალის დაჭრის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.