ბათუმში, ევროპის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის 2 არასრულწლოვანია.
დაკავებულია ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მირდატ ქამადაძე. ასევე – ლევან გორგილაძე, გიორგი დუმბაძე, თაზო მახარაძე და ზვიად ცეცხლაძე.
აქციის მონაწილეების თქმით, დაკავების მიზეზი პლაკატებია წარწერებით – “ირაყლი“ და „რაც გინდა ის დაუძახეთ“.
ბათუმში აქცია გამოხატვის უფლების შეზღუდვის წინააღმდეგ გაიმართა.