spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუმში აქციაზე “ბათუმელების” ოპერატორი დააკავეს

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან “ბათუმელების” კიდევ ერთი თანამშრომელი, ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე დააკავეს. გამოცემის ცნობით, ის აქციის გაშუქებისას, ვიდეომასალის გადაღებისას დააკავეს.

ბათუმში, დღეს აქციის დროს ასევე, დააკავეს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე, ასევე აქტივისტი შუშანა მაცაბერიძეც. არსებული ინფორმაციით, სულ ადგილზე 10-მდე ადამიანი დააკავეს.

11 იანვარს “ბათუმელების” ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. საქმე სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები