ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილი არიან ჟურნალისტები, რომლებიც ტელევიზიისგან ეთერის დათმობას მოითხოვენ.
ტელევიზიის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც უშუალოდ სტუდიაში იყო შესული, აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ სტუდიაში ეთერის დათმობისთვის ემზადებოდნენ, რა დროსაც პოლიციელებმა ის ძალის გამოყენებით სტუდიიდან გაიყვანეს.