spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუმში დაკავებული 12 პირიდან 8 ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, მზია ამაღლობელი კი სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული

ბათუმში გუშინ დაკავებული 12 პირიდან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

შსს-ს ინფორმაციით, პატიმრობაში რჩება ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვა პირი, რომელსაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, ხოლო „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს გუშინ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ დააკავეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები