ბათუმში ერთ-ერთი რესტორნის სამი თანამშრომელი დაჭრეს. მათგან ერთი გოგონა, ორი კი ბიჭია.
დაჭრილებიდან ორი გუშინ ღამითვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მცირე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდათ. გავრცელებული ინფორმაციით კი, დაჭრილი გოგონა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით კაჩინსკების ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან მაშინ მოხდა, როდესაც რესტორნის თანამშრომლები სახლში ბრუნდებოდნენ.
თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, თუმცა, როგორც ცნობილია, ჯერჯერობით ის არ დაუკავებიათ.
უცნობია რა გახდა თავდასხმის მიზეზი.