ხანძარი იყო ბათუმში. ე.წ. ოცნების ქალაქში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მივიდა, თუმცა სახლები მთლიანად დაიწვა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.