ბათუმში საპროტესტო მსვლელობა “ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“ მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების ხელახალი დანიშვნაა.
საპროტესტო აქციაზე სტუდენტებთან ერთად, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები იმყოფებიან.
“სტუდენტები ვუერთდებით აქციას საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მოგიწოდებთ საზოგადოებას, რომ გამოხვიდეთ ჩვენმა ერთად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ხერხით ვებრძოლოთ გაყალბებულ არჩევნებს. ვიბრძოლოთ ჩვენი ხმების დასაბრუნებლად, გელოდებით თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.