ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ დამნაშავეებად ცნო.
ბინის მესაკუთრეს ოთხი წლით, მუშებს კი სამ-სამი წლით პატიმრობა შეეფარდათ.
გასული წლის 8 ოქტომბერს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა.