ბათუმში, ე.წ. გოროდოკის დასახლებაში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. იგი მოკლულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ჯერჯერობით უცნობია დაკავებულია თუ არა მკვლელობაში ეჭვმიტანილი.