spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუმში მძიმე ტექნიკის და ცოცხალი ძალის მუშაობა დროებით შეჩერდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, დროებით, მაშველებისა და მძიმე ტექნიკის მუშაობა შეჩერდა. ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტან გომელაურმა განაცხადა.

 

“რაღაც დროის განმავლობაში, ვაჩერებთ სამუშაოებს, რათა მშენებლებმა მოგვცენ ნებართვა, ჩვენმა მუშაობამ ნგრევა არ გამოიწვიოს და კორპუსის მეორე ნაწილი არ ჩამოწვეს. სავარაუდოდ, ქუჩა გადაიკეტება, რათა ხალხმა არ იმოძრაოს. უკანა ეზოში მოეწყობა ბარიერები, რათა ხალხი ამ ზონაში არ შევიდეს, რამაც, შეიძლება, საფრთხე გამოიწვიოს. მშენებლები შეიკრიბებიან მერიაში და იმსჯელებენ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

მისივე თქმით, სამუშაოების შეჩერების განმავლობაში, ადგილზე სამართალდამცველები დარჩებიან.

 

მეცხრე გარდაცვლილი ნანგრევებში ნახევარი საათის წინ იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, ის ბოლო ადამიანია, რომელსაც ეძებდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები