spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ბათუმში მომხდარი ინციდენტი თურმე გამოხატვის თავისუფლება ყოფილა და გუშინდელი ინციდენტი – უმძიმესი თავდასხმა”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ გუშინ მომხდარი ინციდენტი შეაფასა, რომლის დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ ივერი მელაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.

„გუშინ ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ჟურნალისტმა იმგვარად დამისვა შეკითხვა, მეგონა ეს იყო უმძიმესი თავდასხმა, ლამის ვიფიქრე შეიარაღებული თავდასხმა ხომ არ იყო მეთქი. ასეთი მოცემულობის წარდგენა პოლიტიკოსთან, კითხვის არასწორი ფორმით, ორმაგ სტანდარტს ნიშნავს. ბათუმში მომხდარი ინციდენტი, სადაც ნაგავი ჩამოამხეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე მხოლოდ იმის გამო, რომ მისი პოზიცია „ნაცმოძრაობის“ პოზიციას არ დაემთხვა, ეს გამოხატვის თავისუფლება იყო და გუშინდელი ინციდენტი თურმე იყო უმძიმესი თავდასხმა“, – განაცხადა მდინარაძემ. 

მისივე თქმით, ეს ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია.

ივერი მელაშვილს მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა. ინციდენტი თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. ბაქარ ადამიამ მელაშვილს „ქვეყნის მოღალატე“ და „გამყიდველი“ უწოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები