spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუმში, მშენებლობიდან არასრულწლოვანი ჩამოვარდა და დაიღუპა

დღეს ბათუმში მშენებლობიდან ახალგაზრდა მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა.

 

“ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული ახალგაზრდა 17 წლისაა.

 

მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე, სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

სასწრაფო დახმარების ექიმებს ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები