ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.
აქციის მონაწილეების თქმით, ვიდრე მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, კარავი გაშლილი იქნებოდა, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა და კარავი ადგილიდან გაიტანა.
“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი საპატიმროში პროტესტის ნიშნად ორ კვირაზე მეტია, შიმშილობს.