ბათუმში, სასტუმრო “შერატონთან”, სადაც საერთაშორისო კონფერენცია უნდა დაიწყოს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მედიის წარმომადგენლები, სხვადასხვა პარტიის წევრები, უფლებადამცველები და მოქალაქეები არიან შეკრებილი.
“არა ავტორიტარიზმს”, “ევროპა ჩვენი არჩევანია”, “გამოძიე”, “მედია თავდასხმის ქვეშაა”- აქციის მონაწილეებს ამ შინაარსის ტრანსფარანტები და ლექსო ლაშქარავას ფოტოები აქვთ მიტანილი. ისინი აცხადებენ, რომ უნდათ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ხმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, უკრაინის პრეზიდენტსა და მოლდოვის პირველ პირს მიაწვდინონ.
ამასთან, აქციის მონაწილეები ითხოვენ, დაისაჯოს 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები და მომხდარზე ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.
ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.