ბათუმში, საპროტესტო აქცია “შეგუების დრო არ არის“ მიმდინარეობს. აქტივისტების მთავარი მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების ხელახალი ჩანიშვნაა.
საპროტესტო აქციაზე ბათუმში მცხოვრები მოქალაქეები იმყოფებიან.
“როგორც გუშინ, თბილისში იყო ბიძინას ცირკი, დღეს არის ცირკი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ეს არ არის არც სამართლიანი, არც ლეგიტიმური და არც მორალურად სწორი. არ შეიძლება სამშობლო რუსებზე გაცვალო და უღალატო. ეს ხალხი, ვინც აქ არიან და ვინც თავის თავს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს უწოდებს, არის რუსის მონა“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
უსკოს შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე, დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა იმართება. სხდომა ამ წუთებში იწყება, შენობის გარეთ მოქალაქეები იკრიბებიან და პროტესტს მართავენ.