ბათუმში საპროტესტო აქციები გრძელდება.
მოქალაქეები “ბათუმელებისა და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის და სხვა დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მოქალაქეების განცხადებით, ისინი თავისუფალი სიტყვის გამო ისჯებიან და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტყვეები არიან.
საპროტესტო მსვლელობამდე “ბათუმელების” რედაქციასთან ქალების საპროტესტო აქცია გაიმართა.
“ბათუმელებისა და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 12 იანვარს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობა დაიწყო.