ბათუმში, საპროტესტო აქციის დროს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავეს.
ელენე ხოშტარია პლაკატის გაკვრას ცდილობდა, რასაც პოლიციელებთან დაპირისპირება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, გიორგი კირთაძე მაშინ დააკავეს, როდესაც ის ელენე ხოშტარიას დაკავებას შეეწინააღმდეგა.
პოლიცია აქციის სხვა მონაწილეებსაც აკავებს.
სავარაუდოდ, 10-მდე ადამიანია დაკავებული.