spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ბატონი მელია ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს და აღსრულდება!”

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არც პოლიტიკური პარტია, არც რაიმე თანამდებობა, არ იქნება დანაშაულების და კრიმინალის თავშესაფარი.

"ერთი რამ ახსოვდეს ყველას, რომ არც პოლიტიკური პარტია, არც რაიმე თანამდებობა ამ ქვეყანაში არ იქნება მათი დანაშაულების და კრიმინალის თავშესაფარი და თუ ისინი ღიად აცხადებენ, რომ რომ მათი პარტია არის კრიმინალების და ტერორისტების თავშესაფარი, ესეც მორიგი აღიარებაა ჩვენი პროკურატურისათვის. ასე რომ, ჩემი პასუხი მარტივია, – კანონი უნდა აღსრულდეს და ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა ის ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც გასულია დროებით ამ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათ მოუწევთ ამ ჩარჩოებში დაბრუნება, მე ამის გარანტიას ვიძლევი.

ბატონი მელია, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს და კანონი აღსრულდება", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები