ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის კულტურის ცენტრში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა.
მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, საჭადრაკო ტურნირი. მრავალპროფილიანმა თავისუფალმა თეატრმა თოჯინური სპექტაკლი “სიბრძნით თუ სიცრუით“ წარმოადგინა. სპექტაკლზე მე-12 საჯარო, სპექტაკლზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეები გახლდნენ მიწვეული.
კულტურის ცენტრის დარბაზში ადგილობრივი საბავშვო სტუდიების კონცერტი ჩატარდა.
გაიმართა გასართობი შოუ პროგრამა პატარებისთვის, ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების მონაწილეობით; საპნის ბუშტების შოუ; თაბაშირის ფიგურების გაფერადება; გრძელი ბუშტების მასტერკლასი; საჯარო სკოლების ფლეშმობი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ დღესასწაულზე მისულ ბავშვებს ნაყინი, გაზიანი სასმელები და ბატი-ბუტი დაურიგა.
ღონისძიებებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის მოადგილე დავით ბიწაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.