ბელარუსი ქალაქ ბრესტში უკრაინის გენერალურ საკონსულოს ხურავს და მხოლოდ 5 უკრაინელ დიპლომატს ტოვებს, დანარჩენებმა კი ქვეყანა 72 საათში უნდა დატოვონ.
“უკრაინის საელჩო გააგრძელებს მუშაობას ბელარუსში 1+4-ის ფორმატში, ანუ ელჩი და ოთხი თანამშრომელი. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს რიგი თანამშრომლების არადიპლომატიური საქმიანობის შეჩერებას“, – განაცხადა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
მისი თქმით, ბელარუსულლ მხარეს უკრაინაში საელჩოს დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.