ბელარუსის სამხედრო აეროდრომზე ღამით ტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა. საუბარია “ზიაბროვკას” აეროდრომზე, რომელიც რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა უკრაინაზე სარაკეტო დარტყმისთვის.
როგორც ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, აფეთქებების მიზეზი “ტექნიკის ერთ-ერთი ნაწილის აალება” გახდა.
მისივე ცნობით, ცეცხლი მალევე ჩააქრეს და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
აეროდრომი რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ მიმდინარე წლის ივლისში გადავიდა.