ბელგიაში მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ავრცელებს.
“გაფრინდა ჩემი ლამაზი გოგო… აიარა ოქროყანის აღმართი… დატოვა მხოლოდ ბოლო სურვილი – საქართველოში დაბრუნება თუნდაც სიკვდილის შემდეგ…” – წერს რაზმაძე.
ინგა ფერაძე წლებია, ემიგრაციაში ცხოვრობდა და საქართველოში დაბრუნება სურდა, რასაც ვერ ახერხებდა. რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში ფონდი შეიქმნა, რომ მომღერალი ბრიუსელიდან ჩამოეყვანათ.
ჯერჯერობით უცნობია სად დაკრძალავენ მომღერალს.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmaka.razmadze.1%2Fposts%2Fpfbid0JmCEMbtkGYyc17btpRzrtMe8G7DX4U4KdqbpwqTKRdpep3pZaB2bFBPUojxtdmhPl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”471″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>