spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბელგოროდის ოლქში რუსული არმიის ვერტმფრენი ჩამოვარდა

ბელგოროდის ოლქში რუსული არმიის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაცია Telegram-ში ვრცელდება.

 

“სპეციალური სამსახურები ამოწმებენ ინფორმაციას ბელგოროდის რაიონში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შესახებ. წინასწარი მონაცემებით, ის შესაძლოა, სოფელ პროხოროვკასთან ჩამოვარდნილიყო. წყაროს ცნობით, სავარაუდოდ, ეს არის Mi-8”, – წერს “Baza”.

 

ვარაუდობენ, რომ ამ ავარიას, სავარაუდოდ, არავითარი კავშირი არ აქვს გრაივორონის რაიონში განვითარებულ მოვლენებთან, სადაც რუსი პარტიზანები მოქმედებენ. 

 

პროხოროვკადან უკრაინის საზღვრამდე დაახლოებით 100 კილომეტრია.

 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე უკრაინის მხარდამჭერი შეიარაღებული ჯგუფების შესვლის შესახებ. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფის ყველა წევრი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები