spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბენ ჰოჯესი – ეს მე მაწუხებს, როცა ვხედავ შემობრუნებას საქართველოს ლიდერების რუსეთისკენ

რა თქმა უნდა, კრემლს ყოველთვის იმედი ჰქონდა, რომ შეითრევდა საქართველოს მისი კონტროლის სფეროში, რათა აღედგინა კონტროლი პოლიტიკაზე. ეს ყოველთვის სურდა კრემლს და ეს მე მაწუხებს, როცა ვხედავ შემობრუნებას საქართველოს ლიდერების რუსეთისკენ, – ამის შესახებ გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა

მისივე თქმით, საქართველოს ხსნა და გადარჩენა იწყება საქართველოში ბრწყინვალე ახალგაზრდების თვალსაზრისით, რომლებიც საკუთარ არჩევანს აკეთებენ ქვეყნის მხარდასაჭერად, რომ რუსეთმა გადაწყვეტილებები არ მიიღოს საქართველოს მომავალზე.

“რა თქმა უნდა, კრემლს ყოველთვის იმედი ჰქონდა, რომ შეითრევდა საქართველოს მისი კონტროლის სფეროში, რათა აღედგინა კონტროლი პოლიტიკაზე, რომ შეძლებოდა ეკარნახა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, ეს ყოველთვის სურდა კრემლს და ეს მე მაწუხებს, როცა ვხედავ შემობრუნებას საქართველოს ლიდერების რუსეთისკენ.

რა თქმა უნდა, ისინი ეცდებიან შიშის გენერირებას, რომ საქართველო უკეთესად იქნება თუ თავს დაუხრის და დანებდება რუსეთს, რათა თავიდან აიცილოს კიდევ ერთი რუსეთის შემოჭრა. წარმოიდგინეთ, ქართველი ხალხი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში და ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ აჯობებს თავი დავუხაროთ კრემლს და მოვექცეთ კრემლის მმართველობისა და გავლენის ქვეშ. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობას ეს სურს რეალურად და მეორე ის არის, რომ რუსეთი ვერ ამარცხებს უკრაინას. ძალიან დიდი აქვთ არსენალი, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ საქართველოში შემოჭრისთვის. მე ამას არ ჩავთვლიდი საფუძვლიან საფრთხედ. საქართველოს ხსნა და გადარჩენა იწყება საქართველოში ბრწყინვალე ახალგაზრდების თვალსაზრისით, რომლებიც საკუთარ არჩევანს აკეთებენ ქვეყნის მხარდასაჭერად, რომ რუსეთმა გადაწყვეტილებები არ მიიღოს საქართველოს მომავალზე. აი, აქ იწყება გადარჩენა, მაგრამ დასავლეთი, რომ დავიწყოთ ამერიკით და ევროკავშირის ჩათვლით ჩვენ უნდა შევხედოთ შავ ზღვას, როგორც მთლიან რეგიონს თუ სტრატეგიულად ვიაზროვნებთ რეგიონზე და მე კვლავ მწამს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირში და ნატოშია და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს საქართველო იქნება ამ ორგანიზაციებში“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები