spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბენ კარდინი – ამ ქმედებებმა საქართველოს დემოკრატიულ პროცესს დიდი ზიანი მიაყენა

ეს წინასაარჩევნო პერიოდის გაგრძელებაა, რომელიც დაბინძურებულია ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებით, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ანადგურებს, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ბენ კარდინის განცხადებაშია აღნიშნული.

კარდინის განცხადებით, მმართველი პარტიის საკვანძო ფიგურების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მუქარასთან ერთად, ამ ქმედებებმა საქართველოს დემოკრატიულ პროცესს დიდი ზიანი მიაყენა.

“ეს წინასაარჩევნო პერიოდის გაგრძელებაა, რომელიც დაბინძურებულია ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებით, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ანადგურებს. მმართველი პარტიის საკვანძო ფიგურების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მუქარასთან ერთად, ამ ქმედებებმა საქართველოს დემოკრატიულ პროცესს დიდი ზიანი მიაყენა.

საქართველო ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა არაერთხელ გააფრთხილეს, რომ დემოკრატიული უკან დახევა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მისწრაფებებს ღრმა ინტეგრაციისკენ დასავლურ ინსტიტუტებში, როგორიცაა ევროკავშირი და NATO.

მე გავაგრძელებ პოსტსაარჩევნო გარემოს მჭიდრო მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა განვსაზღვრო შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები