spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ბასილაია – აქციის მიზეზით მიხეილ სააკაშვილის არგადაყვანა სასამართლოში, იქნება ხელისუფლების მიერ შიშის დემონსტრირება

მიხეილ სააკაშვილი 29 ნოემბერის სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს და აქციის მიზეზით მისი არ გადაყვანა იქნება ხელისუფლების მიერ შიშის დემონსტრირება – ამის შესახებ მსჯავრდებული და ბრალდებული მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიმ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ითხოვს სასამართლო პროცესზე დასწრებას. 

 

“მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ 29 ნოემბრის პროცესზე მას უნდა მონაწილეობის მიღება. ის ითხოვს პროცესზე დასწრების სურვილის რეალიზაციას. შესაბამისად, ან მის ავადმყოფობაზე მითითება არ იქნება სამართლებრივად საკმარისი საფუძველი მისი არ გადაყვანის, ან მეორე – ხელისუფლებამ შეიძლება დაიწყოს, რომ აქციაა დაანონსებული და ამიტომ არ გადაგვყავსო. ეს შეკრება არის უაღრესად მშვიდობიანი, მსგავსი შეკრებები სასამართლო პროცესებისას სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, მაგრამ პროცესი მიმდინარეობს და ბრალდებული პირები პროცესებს ესწრებიან. ამიტომ, ეს იქნება ხელისუფლების მიერ შიშის დემონსტრირება, თუ მიხეილ სააკაშვილს ამ მიზეზით არ გადაიყვანენ”, – განაცხადა ბასილაიამ.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე მკურნალობის კურსი არ შეუწყვეტია და დღის ბოლომდე ელოდება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ დეპუტატებს მასთან შეხვედრის ნება დართონ.

 

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება დღის ბოლომდე იმოქმედებს კანონის შესაბამისად და არ გააგრძელებს იმ არაადამიანურ ხაზს, რასაც აკეთებდა მე-18 დაწესებულებაში და  პარლამენტარებს მიეცემათ შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილის მონახულების.  თვითმიზანი არ არის ჯანმრთელობის დაზიანება, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მიხეილ სააკაშვილი რაც აქ არის გადმოყვანილი, ჩემი შეფასებით,  დღეს ყველაზე სუსტადაა”, – განაცხადა ბასილაიამ.  

 

ამ დროისათვის გორის ჰოსპიტალთან დეპუტატი აკო მინაშვილი იმყოფება და სააკაშვილის მონახულებას ითხოვს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები