spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ბასილაია – ელოდებიან პატიმრების მხრიდან შესაძლო ანგარიშსწორებას

ელოდებიან  პატიმრების მხრიდან შესაძლო ანგარიშსწორებას,  იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილმა წელში გადატეხა კრიმინალი და დაამარცხა ორგანიზებული დანაშაული. ეს თუ რისკი არაა, სხვა რა შეიძლება იყოს რისკი? – ამის შესახებ გლდანის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, პატიმარ ექსპრეზინდენტს  პერმანეტტული ხმაურით ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობენ. 

 

“ეს ხმაური არის პერმანენტული და ხვალ და ზეგ რა იქნება,  ღმერთმა უწყის. ეს სპეცრაზმრელები ახლა აქ რატომ დგანან? იმიტომ რომ ელოდებიან  პატიმრების მხრიდან შესაძლო ანგარიშსწორებას იმის გამო რომ მიხეილ სააკაშვილმა წელში გადატეხა კრიმინალი და დაამარცხა ორგანიზებული დანაშაული. ეს თუ რისკი არაა, სხვა რა შეიძლება იყოს რისკი?”- განაცხადა ბასილაიამ. 

 

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შიმშილობის 39-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დღეს იყო უაღრესად დასუსტებული, რა დროაც მოხდა მისი გადაყვანა. 

 

“მიხეილ სააკაშვილი დღეს იყო უარღესად დასუსტებული. შემდეგ სპეცოპერაციით პატიმრობაში მყოფი ადამიანი მოიტაცეს, ამაზე უსინდისო, მდაბიო და კრიმინალური რა შეიძლება ჩაიდინოს ხელისუფლებამ?

 

ის რაც გააკეთეს,  მოშიმშილე ადამიანის ჯანმრთელობაზე შეიძლება დამანგრეველი შედეგები იქონის. არ ვიცი,  ახლა ერთადერთი რისი იმედი გვაქვს, ესაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფერს გაუძლებს”- განაცხადა ბასილაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები