spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ბასილაია – იგეგმება ამერიკელი ადვოკატის საქართველოში ვიზიტი და იმედია, კვლავ ლაფს არ დაისხამს ხელისუფლება

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააკაშვილის უფლებადამცველი ბექა ბასილაია ავრცელებს. 

 

მისივე თქმით, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება და მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში დაუშვებელია. 

 

“მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, სულ უფრო რთულდება.

 

ხელისუფლების გაჯიუტება და ბოროტი განზრახვა, რომ ის გადაიყვანონ მე-18 დაწესებულებაში, ეს არის კრიმინალური სამყაროს, პუტინისა და ივანიშვილის რევანშისტული ოცნებების შესრულების მცდელობა. 

 

იგეგმება ამერიკელი ადვოკატის საქართველოში ვიზიტი და იმედია, კვლავ თავს არ მოიჭრის სირცხვილით და ლაფს არ დაისხამს ხელისუფლება და ამ ადამიანებს, საერთაშორისო ადვოკატებს მიეცემათ სრულფასოვანი შესაძლებლობა, მიხეილ სააკაშვილის საქმეებში მიიღონ მონაწილეობა”,- განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

 

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 32 დღეა, შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები