spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ბასილაია – ისინი ელოდებიან იმ მდგომარეობას, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს საუბარს

ისინი ელოდებიან იმ მდგომარეობას, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს საუბარს, – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია მომდევნო სასამართლო პროცესის  29 ნოემბერს ჩანიშვნის გადაწყვეტილებას. 

 

“ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ ნამდვილად გადაადგილება ვერ შეძლოს, ისინი ელოდებიან იმ მდგომარეობას, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს საუბარს და ამის შემდეგ დაიწყებენ ჩვენ მზად ვართ, საბადრაგო სამსახური მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ვერ მოდის. ისინი ელოდებიან მდგომარეობას, როდესაც ქუჩის პროტესტი ჩაცხრება და ხალხი გატყდება, მაგრამ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ყველა ხედავს, რომ უსამართლობას აქვს ადგილი. მათ ეშინიათ, რომ ტელეეკრანიდან გამოჩნდეს მიხეილ სააკაშვილი”, – განაცხადა ბასილაიამ.

 

ადვოკატის თქმით, მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დისტანციურად დასწრების წინადადებაც აღარ განუხილავს, რადგან ასეთ შემთხვევაშიც შესაძლებელია მისი გამოჩენა.

 

“თუ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად ჩართავდნენ, ჩვენ ვუზრუნველყოფდით, იმ ეკრანზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდებოდა, უკან მდგარიყო კამერა. ამის მათ ეშინიათ, იმიტომ რომ არაერთგზის ასეთი რამე  ჩვენ გავგვიკეთებია”, – განაცხადა ბასილაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები