spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ბასილაია – ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დღითიდღე უარესდება

ერთ მხარეს დარჩა პრორუსული ხელისუფლება და მეორე მხარეს დარჩა ქართული საზოგადოება, –  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს.

 

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საშუალება, რომ მოშიმშილე ექსპრეზიდენტი გლადანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანონ, სადაც მისი არც უსაფრთოება იქნება დაცული და არც ჯანმრთელობა. 

 

ადვოკატის თქმით, ომბუდსმენის დასკვნა ადასტურებს, რომ პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის განცხადებები გლდანის ციხის საავადმყოფოში შესაბამისი პირობების არსებობასთან დაკავშირებით სიცრუე იყო.

 

“ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დღითიდღე უარესდება. შევდივართ კრიტიკულ ფაზაში, ამაზე მედიკოსები საკმაოდ კომპეტენტურად საუბრობენ და ჩვენ როდესაც ვხვდებით, ეს არის აღქმადი არაპროფესიონალების თვალითაც. სახალხო დამცველის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ღარიბაშვილის და რატი ბრეგაძის განცხადებები იყო ბლეფი. როდესაც ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანდნენ გლდანში, არათუ მზად არ იყო, აღჭურვილობაც არ გააჩნდა და სამედიცინო პერსონალიც არ ჰყავდა დაწესებულებას ისეთი პაციენტის მისაღებად, როგორიც მიხეილ სააკაშვილია,  უსაფრთხოების თვალსაზრისით არის ძალიან სერიოზული და აღმოუფხვრელი პრობლემები. მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იყო მოთავსებული გლდანის დაწესებულებაში, სადაც არის ასეულობით კრიმინალური მუხლით გასამართლებული ადამიანი. ისინი არიან ცრუპენტელები, მათ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ აინტერესებთ და მეორე – მათ უნდათ, ბოლომდე გაიტანონ ეს თავისი ახირება, რისი საშუალებაც არ უნდა მისცეს ქართულმა საზოგადოებამ. ერთ მხარეს დარჩა პრორუსული ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე და მეორე მხარეს დარჩა ქართული საზოგადოება”, – განაცხადა  ბექა ბასილაიამ.

 

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 36-ე დღეა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები