spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ბასილაია – ​მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება უნდა მოხდეს სამოქალაქო კლინიკაში

სახალხო დამცველის რეკომენდაცია უნდა იქნეს გადაწყვეტილებად ქცეული და მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება უნდა მოხდეს სამოქალაქო კლინიკაში, – ამის შეახებ დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსათავის ციხესთან განაცხადა. 

 

მისი თქმით, სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულება სამედიცინო და არც უსაფრთოების თვალსაზრისით მზად არ არის მიიღოს მიხეილ სააკაშვილი. 

 

“სახალხო დამცველმა გააკეთა უაღრესად მნიშვნელოვანი და მაღალპროფესიული განცხადება, რომ არც სამედიცინო და არც უსაფრთოების თვალსაზრისით მე-18 დაწესებულება მზად არ არის მიიღოს მიხეილ სააკაშვილი.  შესაბამისად,  ეს რეკომენდაცია უნდა იქნეს გადაწყვეტილებად ქცეული და მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება მოხდეს სამოქალაქო კლინიკაში.  რაც შეეხება უსაფრთოების კომპონენტს, ეს არის  გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, მე-18 დაწესებულებაში არ უნდა მოხდეს მიხეილ სააკშვილის ჰოსპიტალიზირება, იქ არის მაღალი რისკი მის სიცოცხლესთან დაკაშირებით”, – განაცხადა ბასილაიამ.  

 

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, ადვოკატის თქმით, უწყება თვითონვე ეწინააღმდეგება მის მიერვე შექმნილ კონსილიუმს. 

 

“კონსილიუმმა გასცა რეკომენდაცია ისეთი ტიპის კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის შესახებ, რომელი კლინიკაც მოიცავს მთელ რიგ ისეთ საშუალებებს, რომელიც მე-18 დაწესებიულებას არ გააჩნია. აქედან გამომდინარე,  კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდეს სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში,  რომელიც აღჭურვილია ყველა იმ საშუალებით, რაც კონსილიუმმა დაასახელა”, – განაცხადა ბასილაიამ. 

 

მან ასევე კომენტარი გააკეთა ექიმი-კარდიოლოგის ზურაბ ფაღავას მიერ კონსილიუმის დატოვების შესახებ. ადვოკატის თქმით, ეს ფაქტი აფიქრებინებს, რომ ექიმებზე ხდება ზეწოლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები