spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ბასილაია – პენიტენციური სამსახური არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სასამართლოში

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს სასამართლოს პროცესზე არ გადაჰყავთ.

 

“მას უკვე დაეწყო შინაგანი ორგანოების ტკივილები, ამავდროულად, 13:00 საათზე არის სასამართლო პროცესი, რომელზეც პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს. უფრო მეტიც, არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან მოთხოვნა იყო მოსული.

 

პროცესზე დავაყენებთ საკითხს, რომ სასამართლომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გამოცხადება. ამავდროულად ამ პროცესზე უნდა მოხდეს აღკვეთის ღონისძიების გაუქმება და დღესვე მიეცეს მიხეილ სააკაშვილს ზარების განხორციელების უფლება”, – განაცხადა ბექა ბასიალაიმ.

 

მისივე თქმით, ადვოკატები ეცდებიან, რომ სასამართლომ უზრუნველყოს პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები