spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა დავითულიანი – ჩემი აზრით, მოსამართლეთა სანქციები დაწესდა ძალიან დაუსაბუთებლად

“ქართული ოცნების” დეპუტატის ბექა დავითულიანის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება და მოსამართლეების დასანქცირება, რომელთაგან 3 მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლეა, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან “წელს ქვემოთ დარტყმას” ნიშნავდა.

 

“ზუსტად იმიტომ, რომ სასამართლოს ნაწილში კიდევ გვაქვს ნაბიჯები გადასადგმელი 12 რეკომენდაციის ფარგლებში, ზუსტად ამიტომ იყო ეს სანქციები წელს ქვემოთ დარტყმის მცდელობა. ჩემი აზრით, ძალიან უდროო დროს მოხდა და ძალიან დაუსაბუთებლად იმისთვის, რომ ახლა მომხდარიყო.

 

ამიტომ, რა თქმა უნდა ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ, იმ რეკომენდაციებში სწორედ სისტემის გაჯანსაღებისკენ მიმართული რეფორმებია ნაგულისხმევი და არა ასე ზოგადი სანქციები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მსგავსი არამეგობრული ჟესტი არ განმეორდეს და წინასწარ იყოს ეს საკითხები გავლილი. სწორი ასეა და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. იმიტომ, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების და კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, როდესაც ასე კორუფციასთან არიან კავშირში და ამიტომ ვასანქცირებ, ეს ნამდვილად წელს ქვემოთ დარტყმაა”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები