spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ბექა დავითულიანი – იმის ნაცვლად, რომ ბატონი ჯანაშია ციხეში იჯდეს, სამწუხაროდ, არის გარეთ და თავის ამომრჩეველს რევოლუციისკენ მოუწოდებს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში“.

 

ბექა დავითულიანის თქმით, “იმის ნაცვლად, რომ ბატონი ჯანაშია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსების და ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებისთვის ციხეში იჯდეს, სამწუხაროდ არის გარეთ, გვიყიჟინებს და თავის ამომრჩეველს რევოლუციისკენ მოუწოდებს“.

 

“ეს ძალიან მარტივი სცენარია – სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, მერე მიანიჭოს მოქალაქეობა რომ პოლიტიკაში ჩართვის ლეგიტიმაცია მისცეს და რევოლუციის ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული, რაც მათ არ გამოუვათ და მათი შანსი ნულოვანია“, – აღნიშნა დავითულიანმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები